რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ერთს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ექიმების განცხადებით, დაშავებულებს მსუბუქი დამწვრობა აქვთ მიღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის" წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელი ბაკურ ბალანჩივაძე აცხადებს, აღნიშნული ობიექტზე გამოძახება დღეს დილის 9:30 საათზე მოხდა.

მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს შეამოწმეს, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს, მიცემული ჰქონდა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×