რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) 86 წლის ასაკში ლეგენდალური ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში ღამით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანი ერთადერთი კომპოზიტორი იყო, ვინც სამი „ოსკარი" და Grammy-ს ხუთი პრემია მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა".

მისი დისკოგრაფია ასზე მეტ ალბომს მოიცავს. ის ფრენკ სინატრასთან, შარლ აზნავურთან, ბარბარა სტრეიზანდთან ერთად მუშაობდა და პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის ხელმძღვანელი იყო.

ფრანგმა ლეგენდამ თავის კარიერის განმავლობაში 200-ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×