რეზონანსი
26.01.2019

 ესპანელმა მაშველებმა ბოლოსდაბოლოს მიაგნეს 2 წლის ბიჭის ცხედარს, რომელიც 100-მეტრიან ჭაბურღილში 12 დღის წინ ჩავარდა.  გაზეთის მონაცემებით, მისი მშობლები მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან. ბოლო მომენტამდე მათ არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა ბავშვი. მათ 3 წლის ვაჟი შარშანაც დაეღუპათ.

ხულენ როზელიო 13 იანვარს გაუჩინარდა. ბიჭი დღისით გაუჩინარდა, როდესაც მისი მშობლები ვახშამს ამზადებდნენ. ინციდენტი ოჯახური პიკნიკის დროს მოხდა. როზელიოების ოჯახი ქალაქი მალაგის მახლობლად ცხოვრობს. ბავშვი ღრმა ჭაბურღილში სეირნობის დროს ჩავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×