სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
,,აი, ამ ელემენტარულშიდაც გამოიხატება ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხის მიმართ - არ არის ტუალეტი ქუჩებში, ვალდებული ხარ ითმინო, ან მიდი და გარემო დააბინძურე ან ვინმეს სადარბაზო დაუბინძურე! ასეა ცხოვრების სხვა სეგმენტებშიდაც, არ არის სამსახური მოითმინე ან რამე გააფუჭე!
როდესაც არ არის პირობები გიწევს ჩაიდინო უღირსი საქციელი!
არც წესრიგია ქვეყანაში და არც სამსახური არ არის! და რაც კეთდება და თუ კეთდება ყველაფერი ფასადურია! ისევე ისე როგორც სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში იყო! ეხლა იტყვით რა შედარებააო, მაშინ ხალხს კლავდნენ და ტ@@@ნო... სამაგიეროდ ახლა გაჭირვებაში სულს გვხდიან! ფული მობილიზებულია მოსახლეობის 10%-ში! 20% ფართხალებს! 50% იმისათვის რომ იარსებობს ვალებში იხრჩობა, ხოლო დარჩენილი 20% სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შიმშილობს! სამაგიეროდ საახალწლო განათებები კონცერტები და ტაშფანდური იცოცხლე!!!
უკაცრავად და კონცერტები ვჭამოთ?! თუ ასფალტი? თუ ანაკლიის პორტი? თუ ჩინური კაპიტალი?"