რეზონანსი
25.01.2019

 ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ფიგურანტი გახდეს საქართველოშია. ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის აეროპორტში წავიდა და საქართველოში გამოფრინდა.

"ძალიან გაცხარდა და ძალიან გაბრაზდა.  ასეთს ვხედავ და ასეთი დავხატეო. არ იყო სრულ... იყო რაღაცნაირი. ერთჯერ-ორჯერ პრეპარატი მიიღო. მერე თქვა კარგად ვარო და დავისვენებო, თვალი დახუჭა. იტალიაში პატიოსნად, პატიოსანი გზით ვარ ნაცხოვრები. იყო თასნაირი ლაპარაკები, მაგრამ მე იმდენად ახლოს არ ვიცნობდი ამ ქალბატონს, რომ მცოდნოდა მისი ცხოვრება და ბიუჯეტი ან გადაადგილება. არ ვიმალები, აქ ვარ, მზად ვარ თანამშრომლობისთვის ჩემს სამართალდამცავებთან"- განუცხადა "კურიერს" ქალმა.

ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარი ამ დრომდე ნეაპოლის პროზექტურაშია დასვენებული.

მხატვრის და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი ფულის გამო მოკლეს. თამარ მოდებაძე, რომლის ნახატებიც რამდენიმე ათასი ევრო ღირდა, ფულს ბანკში არ ინახავდა და თან დაჰქონდა, საბედისწერო დღეს. სავარაუდოდ, მას მთელი დანაზოგი ჩანთაში ედო.

ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მოდებაძე ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. ქალი, რომელის გვარსაც „კურიერთან“ საუბრისას იტალიაში მცხოვრები ქართველები ასახელებენ, უკვე საქართველოშია, მას ახლა ორი ადვოკატი იცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×