რეზონანსი
25.01.2019

 ისრაელში ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე არ შეუშვეს. დედ-მამა: ირაკლი დუშმანაშვილი და თეონა ნასყიდაშვილი 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ყოველგვარი განმარტების გარეშე სადეპორტაციო საკანში მოათავსეს. მათ უთხრეს მხოლოდ ის, რომ იზოლატორში ყოფნა მომდევნო 48 საათის განმავლობაში მოუწევთ.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ცნობილი ხდება, რომ აეროპორტში მათ ელოდებოდათ ისრაელის მოქალაქე, რომელთანაც სტუმრად მოდიოდნენ. მას ქართველების უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული.

ირაკლი დუშმანაშვილი ისრაელში 3 წლის წინაც იმყოფებოდა. მას სავიზო დარღვევა არ აქვს. ირაკლი დუშმანაშვილი სასულიერო აკადემიის სტუდენტია და იერუსალიმში ოჯახით მოსალოცად მოდიოდა.

ინფორმაცია "პრაიმტაიმს" ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×