რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) მოსკოველი ექიმები 15 წლის მოზარდის გადარჩენას ცდილობენ. ბავშვი საავადმყოფოში სხეულის 98 პროცენტიანი დამწვრობით მიიყვანეს. ინფორმაციას "იმედი ნიუსი" ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი 24 იანვარს, ბერზარინის ქუჩის ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მოხდა, სადაც მოზარდი ორ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ნავთის ცარიელი ბალონი იპოვა. ბავშვს სავარაუდოდ ნავთი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიცია დამნაშავეების პოვნას ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×