(რეზონანსი) გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თემურ მანველიშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ გორის მერი კონსტნტინე თავზარაშვილი ხელს არ აწერს.
"ამ მანველიშვილმა დაწერა გადადგომის თაობაზე განცხადება და გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი არ უწერს ხელს, იქნებ გადაიფიქროო", - წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ეს ის თანამშრომელია, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს მიმდინარე აქციაზე გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო ჩამოამხო.
აქციის მონაწილეები გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ მერის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გორის მერმა მოსახლეობის დაბომბვა და ომის დაწყება საქართველოს დააბრალა.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ მაქარაშვილი დაზარალებულად მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის 16 იანვარს ცნო.
არსებული ინფორმაციით, თემურ მანველიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია გორის მერს.