რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) 13 იანვარს, ადიღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მრავლობითი მოტეხილობით და სხეულზე წარმოქმნილი ჰემატომებით, 4 თვის გოგონა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პორტალ "newkuban.ru"-ს ინფორმაციით, სამართალდამცავების მონაცემებით, პატარას დაზიანებები, საკუთარმა დედამ მიაყენა.

"კლინიკაში გოგონა, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მართვით სუნთქვაზეა. ექიმები, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით, პროგნოზს ვერ აკეთებენ, მაგარამ გადარჩენის იმედს არ კარგავენ", - ამბობს ბავშვის მკურნალი ექიმი.

ამ ეტაპზე, გოგონას 29 წლის დედა, რომელმაც დანაშაული აღიარა, დაკავებულია და დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ქალს, 4 თვის გოგონას გარდა, 3 შვილი ჰყავს, რომელთანაც მას შეზღუდული აქვს, ნახვის უფლება. გოგონას დედა, კრასნოდარის მხარის მკვიდრია, რომელიც ადიღეში, სტუმრად იმყოფებოდა. ინფორმაცია, მამასთან დაკავშირებით, უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით, კრასნოდარის მხარის და ადიღეს სოციალური სამსახურები და ადგილობრივი ორგანოები, ერთობლივად განიხილავენ.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბავშვის დედას, მშობლის უფლებები ჩამოერთმევა. ბავშვს კი, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×