(რეზონანსი) "თბილისშიც ვერ მოხერხდა ბავშვის დასაფლავება, არადა, აქ მერჩივნა - მერია ადგილსაც გამოგვიყოფდა და ბავშვის საფლავიც ახლოს გვექნებოდა", - ამის შესახებ განცხადებას თბილისში, სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას მამინაცვალი არკადი ძევაშვილი აკეთებს.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციის, დეიდამ და მამინაცვალმა ნინო ზალინაშვილი პროზექტურიდან კასპში გადაასვენეს, სადაც 4 წლის ბავშვის დედის ლელა ქსოვრელის წინაპრები არიან დასაფლავებული.
"კასპში, სადაც ნინო უნდა დაგვესაფლავებინა, აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას სხვა დაასაფლავეს. მერე დარეკეს, თბილისის ზღვაზე, სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გამოვნახავთ ადგილსო. ჩამოვედით. ამასობაში მე მანქანა გამიფუჭდა. თბილისშიც ვერ მოხერხდა ბავშვის დასაფლავება, არადა, აქ მერჩივნა - მერია ადგილსაც გამოგვიყოფდა და ბავშვის საფლავიც ახლოს გვექნებოდა. საბოლოოდ, დეიდამ ნინოს ცხედარი ისევ კასპში წაასვენა და იქ დაიკრძალა ბავშვი", - ამბობს მამინაცვალი "კვირის პალიტრასთან".
შეგახსენებთ, რომ სანზონაში 4 წლის გოგონას, ნინო ზალინაშვილის დაღუპვის შემდეგ ბავშვის დედა ლელა ქსოვრელი დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, შესაბამისად მას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებიან.
ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.