რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს და ამისთვის მიზეზებსაც ასახელებს.

„გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო - არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს.

მე ვაგრძელებ ვარჯიშს ჩემს პირად მწვრთნელთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ დარჩა მაშინ მე დავტოვებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

ამასთან, ჰყავს თუ არა მას თანამოაზრეები იმის თაობაზე რომ გეგა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ევროპის ჩემპიონი ამბობს, რომ „დრო მოვა და ეს გამოჩნდება".

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს და ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. სასამართლომ კი გუშინ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×