რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებს მწვრთნელი ზურაბ შელია და თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანიც აკეთებენ.

ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე და დარღვევებზე მათ დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან ერთად გამართეს.

„თვეც არ არის 25 დღის მონაცემები მაქვს, სადაც 100 ათასი ლარი გაცემულია პრემიის სახით. გვარებს და სახელებს არ დავასახელებ 26 ათას 974 ლარი დაერიცხა ფალავანთა კლუბის დირექტორს, რის გამო დაერიცხა, რა დამსახურება აქვს?", -ამბობს შელია.

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანი კი აცხადებს, რომ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევნების გაყალბების გზით აირჩიეს.

„პრეზიდიუმი არის გაყალბებული, ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. პრეზიდენტის მაგივრად მივიღეთ იმპერატორზე უფრო დიდი უფლებების მქონე ადამიანი", - აცხადებს ჩორგოლიანი.

გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ის კვლავ ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×