(რეზონანსი) პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოს დახურვას აპროტესტებს.
წულაიას თქმით, საპირფარეშოს დახურვის გამო, ქალაქში ანტისანიტარიაა და მოსახლეობა იძულებულია, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილება ქალაქის მთავარ ბულვარში დაიკმაყოფილოს.
"როგორ შეიძლება მერიის წინ, ქალაქის მთავარ ბულვარში არსებული ტუალეტი დაკეტილი იყოს. ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მისი სამუშაო კაბინეტიდან უყურებს, როგორ მიდის ხალხი დაკეტილ ტუალეტთან და შემდეგ რა გზებს ეძებს მოსახლეობა, რომ სადმე მოშარდოს. ქუთაისის მერმა ტუალეტის პრობლემა ვერ მოაგვარა და ქალაქის გამოწვევებს როგორ მიხედავს?!"- განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტუალეტის მოწესრიგებაზე ზრუნვა მომდევნო კვირიდან დაიწყება.