რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის სახელით მას მღვდელი მიუგზავნეს. ინფორმაციას "on.ge" ავრცელებს.

"მამაო მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა", - ამბობს დათუნაშვილი.

მისი თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს და ამბობს, რომ სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებს.

"დროის პროცესია. მე ვიცი, რომ ის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. სიმართლე იზეიმებს", - აღნიშნავს დათუნაშვილი, რომელიც აქვე დასძენს, რომ ბევრი მიზეზია, რის გამოც გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორი არასწორი, ძალადობრივი მმართველობა და იმ ადამინების დაბლოკვა, ვინც "თვალში არ მოსდის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×