რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) უნდა დარჩეს თუ არა გეგა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე, ეს პრეზიდიუმის პრეროგატივაა - დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას და მის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ახლა მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს და მოხდეს შერიგება. ზურა დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია. ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი სპორტსმენი არ გვყავს. მითუმეტეს, ასეთი სპორტსმენის საქართველოდან წასვლა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რადგან ოლიმპიური თამაშები ახლოს არის. ეს მთელი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს", - აღნიშნა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძე გუშინ სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×