რეზონანსი
25.01.2019

 (რეზონანსი) "ახალგაზრდა რეფორმატორების" დამფუძნებელი, ირაკლი ღლონტი ზურაბ ყიფშიძის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მსახიობი აღნიშნავს, რომ ღარიბია და მის ოჯახს ძალიან უჭირს:

"მოდი არ გინდა რა! წუმპეში რომ ვცხოვრობთ ეგ ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, მაგრამ იქ არ ვდგებით, სადაც დგომა წუმპის სამსახურში დგომაა და თუკი უკეთესობა გინდა, ამხელა კაცმა უნდა იცოდე სად და როგორ მოიქცე.

ხომ გააკეთე "სწორი არჩევანი" და ახლა ნუღარ გვეწუწუნები საზოგადოებას, თქვენზე ბევრად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა! ასე, რომ, მოდი არ გინდა რა!" - წერს ირაკლი ღლონტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×