რეზონანსი
25.01.2019

 უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე პარტიის ოფისში მივიდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვება. დღეს დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის მეორე რაუნდია, განხილვის თემა კი კვლავ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი უვადო მოსამართლეების შერჩევის წესი და კრიტერიუმები.

„ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობა თავის გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა, ეს უფრო მთავარია. მე ვფიქრობ, რომ მთავარია, რომ რასაც ადამიანები ჩვენგან ელოდებიან. ეს არის ყველაზე მთავარი რა ნიშნითაც მოვიდა 2012 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, რაც დაადასტურა 2016 წლის არჩევნებში ასევე, ეს არის სამართლიანობის თემა და ჩვენ ამ სამართლიანობის თემას არ უნდა გადავუხვიოთ“, - აცხადებს კობერიძე.

დეპუტატი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა გუშინდელზე უფრო აქტიური და დინამიკური იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×