რეზონანსი
25.01.2019

 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით არსენა კახიანის გარდაცვალების მიზეზად საკუთარ შვილთან კონფლიქტი სახელდება, რის შედეგადაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა. ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.

საგამოძიებო მოქმედებები ვანში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. პოლიციამ უკვე გამოკითხა კახიანის ოჯახის წევრები და მეზობლები. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ვინმე დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×