რეზონანსი
24.01.2019

 დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროს ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში წითელას 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ჰოსპიტალიზაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფიში გახდა საჭირო.

„დაავადებულთა სტატისტიკა მზარდია, რის გამოც მოსახლეობას ვაქცინის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ. რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს"- თქვა ხიზანიშვილმა .

კახეთის რვა მუნიციპალუტეტიდან წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×