რეზონანსი
24.01.2019

 ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. გარდა ამისა, იგეგმება მომხმარებლებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლების გამო გათვალისწინებული იქნება ჯარიმებიც.

„დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟება ეს კარგი საშუალებაა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს ავიცილოთ საფრთხე. ამასთან ერთად, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მომხმარებლის პასუხისმგებლობასაც. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების შემოტანა. ხშირია შემთხვევები, როცა საფრთხის წყარო არის აღმოჩენილი, მიღებულია ყველა შესატყვისი ზომა, მაგალითად, არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ჩახსნილია ქსელიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ეს დანადგარი ისევ ქსელთანაა მიერთებული და მერე ხდება ტრაგიკული შემთხვევა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველი იქნება გაფრთხილება, თუმცა დარღვევა გაითვალისწინებს ჯარიმასაც“, - განუცხადა "ბიპიენს" მილორავამ.

მომხმარებელი ჯარიმას გადაიხდის არა კომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მილორავას თქმით, ამ ცვლილებების დანერგვა და გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოხდება ძალიან სწრაფად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×