რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის განცხადებით, მათთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 4 წლის ბავშვის დედა წლების წინ სხვა არასრულწლოვანზეც ძალადობდა და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქონდა.

"სარწმუნო წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წლების წინ, დედის მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი მომხდარა სხვა არასრულწლოვანზე, რაზეც სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტო. მიუხედავად ამისა, 23 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში იყო კეთილსაიმედო გარემო და მათ მხოლოდ 2019 წლის 6 იანვარს შეიტყვეს ბავშვზე ძალადობის შესახებ.

ჩვენი შეფასებით, საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სრული ინფორმაცია, რაც მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს საჯარო და დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კრიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×