რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) თბილისში, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა.

სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მიმართა. მისი განმარტებით, სასამართლოში გაჟღერებული ისეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს საჯაროდ, რომელიც დამნაშავისა და არასრულწლოვანი მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებს შეეხება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით კუპატაძემ დააკმაყოფილა.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×