რეზონანსი
24.01.2019

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს არტურ ვანეციანს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×