(რეზონანსი) ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის გერმანიაში ფეხსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს, "ზღაპარს" უწოდებს.
ვაჩნაძე ამბობს, რომ ის დაკავებული ნამდვილად იყო, მაგრამ არა ქურდობისთვის.
"ჩემს შვილს, რომ მოშივდეს, მოვიპარავ კი არა უარესს ვიზავ. ესენი ნორმალურები არ არიან. როგორ ფიქრობთ, ჩემმა სამი წლის შვილმა, რომ მითხრას მამიკო მშიაო, მე არ მოვიპარავ? მოპარვა არ დამაჭირვოს ღმერთმა, მოვიპარავ კი არა შეიძლება სულ გავიტანო მთელი გერმანია. რა მერე სულ რომ მომეპარა? თვითონ ჩამაგდეს არ დღეში, რომ საქმე მოსაპარად მაქვს. ის ვერსია სჯობდა, რომ მელორამ აიღო მილიონები. მთელი საქართველო ფულის სასესხებლად მე მწერდა. მართლა ეგონათ, რომ მილიონები წამოვიღე.
ჩემს მეგობრებს და ახლობლებს მოგმართავთ. მოსაპარად მაქვს საქმე თქვენ ვირიშვილებო 50-50 ევრო მაინც გამომიგზავნეთ. ახალ წელს ერთი ლარი, რომ არავის არ გამოგიგზავნიათ. გამომიგზავნეთ რაღაც. ემიგრანტების ხარჯზე ხომ არ უნდა ვცხოვრობდე?", - თქვა ვაჩანაძემ "პალიტრავიდეოსთან".