რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი დღეს წავიდა არა ნგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე იყო კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, პოზიციები იყო ძალიან მკვეთრად და ჯანსაღად გამოხატული.

„პროცესი არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ჯანსაღი ეტაპი იწყება „ქართულ ოცნებაში" და დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ავტორი თავად, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა აწონილი. ერთი რამ უდავოა, ჩვენ მივიღებთ ერთ პოზიციას.

გუნდის დაშლის ან გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო. იყო საქმიან რეჟიმში ჩატარებული შეხვედრა. ძალიან შინაარსიანი საუბარი ხვალაც გაგრძელდება და გამიჩნდა დიდი რწმენა, რომ შევჯერდებით და ისეთ მოსამართლეებს შევარჩევთ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას", - განაცხადა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×