რეზონანსი
24.01.2019

 ვენესუელელები და სხვები, რომლებიც ნიკოლას მადუროს მმართველობას ეწინააღმდეგებიან, საქართველოს მხარდაჭერისა და ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებისათვის მადლობას უხდიან.

როგორც "ნეთგაზეთი" წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების ქვეშ, რომელიც მან "ტვიტერზე" გაავრცელა, არაერთი კომენტარი დაიწერა, რომლებითაც ვენესუელელები თბილისის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

ზოგიერთი მათგანი კი ხაზს უსვამს, რომ წინააღმდეგნი არიან მადუროს ხელისუფლების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიათა დამოუკიდებლობის აღიარებისა.

"გმადლობ, საქართველო, თქვენი მხარდაჭერისათვის ვენესუელელი ხალხის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაბრუნებლად. ამას არ დაგივიწყებთ"

"ვენესუელელი ხალხის სახელით, დიდი მადლობა! ჩვენი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით და მათი საელჩოების გაშვება ქვეყნიდან!"

"გმადლობ, საქართველო. ჩვენ, ვენესუელელები, არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს!"

"მადლობა საქართველოს ვენესუელელებისაგან. ესაა ერთი ბრძოლის ნაწილია კარიბებიდან კავკასიამდე, პუტინის რუსული ზეწოლისა და არალიბერალური, ანტიდემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ".

"დიდი მადლობა დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის მხარდაჭერისათვის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს კომუნისტური დიქტატურის ქვეშ ცხოვრება. ვხედავდი, როგორ იბრძოდით საბჭოთა კავშირისაგან თავისუფლების მოსაპოვებლად. მამაცი ხალხი ხართ!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×