რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) „ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: გაზქურაზე იდგა ყავის მადუღარა. როგორც გაირკვა, გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო. რომ არა „ყაზტრანსგაზის" სპეციალისტების სწრაფი რეაგირება, მოხუცისა და მისი მეზობლების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×