რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სხვადასხვა მოთხოვნით აქცია იმართვბა. აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შესვლას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს.

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×