რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) 4 წლის გოგონას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ ცხედრის გადმოსვენება სურს, თუმცა მას ამის უფლებას ჯერ არ აძლევენ.

საპირისპიროს აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ 4 წლის გოგონას ცხედრის გადასვენება ოჯახს ჯერ კიდევ გუშინ შეეძლო, თუმცა ამ დრომდე მის წასაყვანად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არავინ მისულა.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის გოგონას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი. პასუხები თვენახევარში გახდება ცნობილი.

"პრაიმ თაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×