(რეზონანსი) "კახი კალაძის ნათქვამზე რომ ვენები გადაიჭრეს და ამას არ იმჩნევენ, ე იმ ხალხს მინდა მივუძღვნა ეს ყველაფერი...", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე საქართველოს ექს- პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომელმაც საკუთარი თავის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენისას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია.
"ეს არ შეიმჩნიოთ, ხო არა! "მთაწმინდიდან გამოექანე" რომ იცით მარტო უზრდელური სიტყვებიდან...
ვგიჟდები ამ ორმაგი სტანდარტებით აღშფოთებულებზე", - დაწერა ლეფსვერიძემ, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: - "კალაძე ამას არ დაემსგავსება არასდროს"
მიხეილ სააკაშვილმა უარყოფით კონტექსტში საუბრისას, გიორგი მარგველაშვილის მისამართით დამაკნინებელ სიტყვებად გამოიყენა - "ღიპი" და "ღაბაბი".
"(ჩემზე ამბობენ) ეს მიშა რაღაც უცნაურია, პრეზიდენტები ეგრე არ იქცევიან. რას დარბის, რას ტინგოცობს? პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, ღაბაბი უნდა ჰქონდეს, ლოყებს უნდა ბერავდეს, მარგველაშვილი უნდა იყოს, რა. იძახიან, კაი ტიპია მარგველა. რითია კარგი, ამიხსენით? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოყავს, ტივტივებს რაა და რა ტივტივებს, ხომ კარგად იცით? კაცი დადეს რაღაც სივრცეში, სადაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა სააკაშვილმა ნიუ იორკში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
"მარშალპრესი"