(რეზონანსი) როსტომ მეფის სასახლეში მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრა იწყება. შეიძლება ითქვას, რომ "ოცნების" დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილი "შავ ხუთშაბათს" უწყობს.
საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედს დღეს გადაწყვეტს.
შეხვედრას დაესწრებიან როგორც ეკა ბესელია, ასევე, მისი თანამოაზრეებიც.
სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება.
როსტომ მეფის სასახლესთან უკვე მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
"იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ"- უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან კობერიძემ.
„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას", - განაცხადა ლევან კობერიძემ.
როსტომ მეფის სასახლეში იმყოფება სიმონ ნოზაძე. მისი თქმით,არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ პარტიიდან დეპუტატებს გარიცხავენ.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს. რადიკალური გადაწყვეტილებები არა მგონია მიღებულ იქნეს იმ თვალსაზრისით, რასაც ახლა თქვენ გულისხმობთ. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული", - განაცხადა ნოზაძემ.
ნიუპოსტი