რეზონანსი
24.01.2019

 ცხრა წლის ვაჟის გაუპატიურებაში მსჯავრდებულმა ვ.მ-მ რუსთავის N6-ე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისმა ადვოკატმა მზია თოდუამ განუცხადა. მისი თქმით, ვ.მ-ს რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია და ის 2016 წელს უკანონოდ დააკავეს. ადვოკატს ამის არგუმენტად ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს, რომლის თანახმად, გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება.

36 წლის ვ.მ სამართალდამცავებმა 2016 წლის თებერვალში სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც გაუკუღმართებული ფორმით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. სასამართლომ ვ.მ-ს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×