რეზონანსი
24.01.2019

 კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით, რომ "ტელიასონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”. პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს კახა ბექაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×