სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ბუგაშენში, 20 იანვარს ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური მონაწილის მიხეილ ავაგიანის განახლებული ძეგლი გაიხსნა. "ძეგლის გახსნის თარიღი შემთხვევითი არ არის – 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება, როდესაც დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე", – ნათქვამია “კავკასპლიუსის” სტატიაში.
ძეგლის გახსნას დაესწრნენ სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართვეკლოს პარლამენტის წევრები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირა ირიციანი.
მიხეილ ავაგიანი ბუგაშენში დაიბადა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ იგი სომხეთში, ქალაქ რაზდანში გადავიდა პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. საბჭოთა არმიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მან დაამთავრა სვერდლოვსკის შინაგან საქნეთა სასწავლებელი და სამუშაოდ აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში გადავიდა.
“როდესაც დაიწყო ყარაბახის კონფლიქტი, მიხეილ ავაგიანი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში გორადიზში, ხოჯალიში, გედრუთში, ფიზულიში. იგი ცნობილი იყო მეტსახელით “კობრა”. მან კარგად იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას დაზვერვის დროს ეხმარებოდა – წერენ სომხური წყაროები. აზერბაიჯანული წყაროების მიხედვით, ავაგიანი აქტიურად მონაწილეობდა ხოჯალის მოვლენებში, რომლის დროსაც ასეულობით აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მალე მიხეილ ავაგიანი გორადიზის ხიდისთვის ბრძოლაში დაჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
აზერბაიჯანულმა პრესამ მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის გახსნის ფაქტი უარყოფითად შეაფასა, ისევე როგორც ამ ცერემონიაში სომხეთი ელჩისა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობა. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია მოჰყვება ამას თავად აზერბაიჯანში და მის პოლიტიკურ წრეებში.
(ნიუპოსი)