რეზონანსი
23.01.2019

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბრიტანულ პოლიციასთან ერთად ძებნილის ადგილმდებარეობის დადგენაზე მუშაობს. ჯეკ შეპარდი მდინარე ტემზაზე ჩქაროსნულ ნავზე მეგობარი გოგოს მკვლელობაშია ბრალდებული. 31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან 2018 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი დატოვა. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოს დედაქალაქ თბილისში დააფიქსირეს, - წერს გამოცემა.

აღმოჩნდა, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოში იყო და ის დღეს თბილისში პოლიციას ჩაჰბარდა. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×