საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას, რომ “ოცნებამ” ევროსაბჭოში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი არ დაუჭირა, თამარ ჩუგოშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მეტიც, ჩუგოშვილი ოპოზიციას უსინდისოს უწოდებს:
„ოპოზიცია არის უკიდურესად უსინდისო - პირდაპირ ვამბობ ამას იმიტომ, რომ ის ცვლილებები, რომელიც არის დაინიცირებული და მაგნიტსკის სიაში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ჩასმას შეეხება არის ინიცირებული ოთხი ქართველის მიერ, ამ ოთხიდან ორი არის უმცირესობა და ორი არის უმრავლესობა. ცვლილების ინიციატორები არიან ასევე დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. მე პირადად ვმონაწილეობდი კენჭისყრაში და არაფერში არ წერია. ესეთი განცხადების გაკეთება, რომელიც მე სერგი კაპანაძისგან მოვისმინე, უბრალოდ, სრული უსინდისობა მგონია და ძალიან გული მწყდება მისგან იმიტომ, რომ ამას არ მოველოდი. იმიტომ, რომ იაფფასიანი და პრიმიტიული განცხადებები გააკეთა.
მივიღე მონაწილეობა კენჭისყრაში, როგორ არ მივიღე. არ მესმის საერთოდ რაზე დავობს უმცირესობა?-საქმე ნახონ რა, მართლა, არაფერში არ წერია. ეს არის უსაქმო ადამიანების ნაცრის ჩხრეკა მე მგონი, მეტი არაფერი“, -ამბობს თამარ ჩუგოშვილი.