რეზონანსი
23.01.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ვაშლიჯვარში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, იგრძნობა გაზის მძაფრი სუნი და კორპუსის დატოვების მიზეზიც სწორედ აღნიშნული გახდა.

კორპუსის მაცხოვრებლებმა „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს. ადგილზე ასევე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური.

არსებული ინფორმაციით, კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი ჟონავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×