(რეზონანსი) ავარიას ნინოწმინდაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამასთან დაშავებულია 4 ადამიანი. შემთხვევა, დღეს 23 იანვარს სოფელ სათხასთან მოხდა. ერთმანეთს „ჟიგულისა" და „ოპელის" მარკის მანქანები შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად 1950 წელს დაბადებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ოთხივე დაშავებული ნინოწმინდის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. თუმცა მათ შორის ერთი, რომელის მდგომარეობაც მძიმეა, ახალქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს - ში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა.
"პრაიმტაიმი"