რეზონანსი
23.01.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა მამუკა შამულიშვილი განმარტავს, რომ ხსნარი გოგონას არ გადაუყლაპავს. მისივე თქმით, საკითხზე შიდა მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება, დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

პაციენტი ტოქსიკოლოგიის განყოფილებაშია მოთავსებული და ჯერჯერობით, კლინიკაში რჩება.

შემთხვევა ბათუმში 21 იანვარს მოხდა.

 

primetime.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×