რეზონანსი
23.01.2019

 (რეზონანსი) სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებიის ინფორმაციით, მცირეწლოვან ნინო ზალინაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბაბუცა ძავაშვილი ყვება, რომ მცირეწლოვან ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა და ახველებდა.

„გუშინ ჩემს რძალს ბავშვმა ხმა არ გასცა. შემდეგ მე დავუძახე და არც მე მიპასუხა. შემდეგ სასწრაფოში დავრეკეთ. გუშინ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ბავშვს დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.

შსს-ს ინფორმაციით გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×