რეზონანსი
23.01.2019

 ტრაპიზონის კლინიკაში ბათუმიდან გადაყვანილი 33 წლის კაცი გარდაიცვალა, ის მანამდე ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში გრიპის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ოჯახის მოთხოვნით ის ტრაპიზონში გადაიყვანეს. იყო თუ არა დიაგნოზი H1N1 ან რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ოჯახს ქართველ ექიმებთან პრეტენზიები აქვს, მათი თქმით თურქეთის კლინიკაში პაციენტს ქართველი ექიმებისგან დასმული დიაგნოზისგან განსხვავებული დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ბრალდებას უარყოფენ.

სავარაუდოდ ღორის გრიპი გახდა ბათუმში 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზიც, ის კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×