რეზონანსი
22.01.2019

 ბათუმში, ჯარისკაცი დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბათუმის ,,მედცენტრში" გადაიყვანა. რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გავრცელდა: 

"22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×