რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად დაიღუპა, უარყოფს.

გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო დაიღუპა.

"გრიპი ჰქონდა, ახველებდა. არ სცემდა, ხმაური რადგან გადიოდა მეზობლები ამბობენ, რომ სცემდა ბავშვებს. გუშინ დაბანა და დააწვინა, დღეს კი გარდაცვლილი ნახა. ჩემი შვილი და რძალი პოლიციაში იმყოფებიან", - აცხადებს გარდაცვლილის მამინაცვლის დედა ბაბულია ძავაშვილი

მეზობლები ჰყვებიან, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს სასტიკად უსწორდებოდა. მათი თქმით, ბოლოს მოზარდი რამდენიმე დღს წინ სცემეს, რა დროსაც ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული და შედგა შესაბამისი ოქმი.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×