რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) ჩამობრძანდეს ყველა ელოდება - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ 10 თებერვალს დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, თუ როდის ჩამოვა საქართველოში.

"არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი. წამობრძანდეს ყველა ელოდება, მათ შორის სასამართლო პროცესი, უპასუხოს ბრალდებებს და ამის შემდეგ იაროს როგორც უნდა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ "2020NEWS"-თან საუბრისას.

ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 თებერვალს ბელგიის პროვინცია ლიეჟში "ქართველთა მსოფლიო კრებას" დაესწრება, სადაც საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღი დაიგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×