რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ცხედარს საქართველოში ზეგ, 24 იანვარს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "2020news.ge" ავრცელებს.

ექსპერტიზის და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ, ჭირისუფლებს მისი საქართველოში ჩამოსვენების შესაძლებლობა ექნებათ.

დღეს ბუდაპეშტში გაემგზავრენ "ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი და ტელეწამყვანი ვახო სანაია.

ამ დროისთვის, ბუდაპეშტში რჩებიან ლევან ჩხაიძის მეგობრები, ვისთან ერთადაც "ჯაკო" იმყოფებოდა.

33 წლის ასაკში ლევან ჩხაიძე გუშინ ბუდაპშტში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×