რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო.

გიორგი გახარიამ ერიკ ჰოგთან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ფუნქციონირებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის და ე.წ ,,ცხელი ხაზის" ეფექტიანი ფუქნციონირების მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×