(რეზონანსი) აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი 12 წლის ბიჭის ბიძა განმარტავს, რომ ბავშვი სამი დღე არ ყოფილა დაკარგული, ამასთან მისი ცხედარი სამ საათში იპოვეს.
ბიძის განცხადებით, მედიამ ყველაფერი არასწორად გააშუქა და სწორედ ამიტომ ოჯახი თავს იკავებს ამ თემაზე საუბრისგან.
"ეს არის სიცრუე, ოჯახის შეურაცხყოფა, რომ ბავშვი ტანსაცმლი ფულს აგროვებდა. მსგავსი არაფერი ყოფილა. არც სამი დღე არ დაკარგულა. სამ საათში ვიპოვეთ ბავშვის ცხედარი. ყველაფერი არასწორად გააშუქეს. სწორედ, ამიტომ, ოჯახი არ საუბრობს ამ თემაზე" - აღნიშნავს გარდაცვლილი მოზარდის ბიძამ "პრაიმ ტაიმთან".
12 წლის ბიჭის ცხედარი აფრიკის დასახლებაში 17 იანვარს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მიწამ მოიყოლა, როდესაც იგი ჯართს აგროვებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 115 - ე მუხლით არის დაწყებული.