რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, პაატა ადამიას სხდომაზე საჩუქრად ცოცხები გადასცა.

მანამდე დეპუტატებს შორის მცირე შეკამათება მოხდა, რაც მერიის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას შეეხებოდა.

პაატა ადამიას განცხადებით, "თაზო ფაცაციას მხრიდან ეს საქციელი ღიმილს იწვევს" და "უადგილო ადგილას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნიშნავს". მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

თავად თამაზ ფაცაცია კი ამბობს, რომ ოპონენტებისთვის „ცოცხების ჩუქების იდეა" აქტიურმა მოქალაქეებმა მიაწოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×