რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ.

როგორც ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა განაცხადა, დღეს მოხდა ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურმა მათ მისცა გაფრთხილება, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ და საკუთარი დახლები გაეტანათ.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ჩვენ სამი დღე მოგვცეს ვადა, რის შემდეგაც უნდა დავტოვოთ ტერიტორია. მსგავსი პირობა ჩვენთვის მიუღებელია და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მიმდინარე კვირაში საპროტესტო აქცია გავმართოთ", - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა „ინტერპრესნიუსთან"

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×