რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა 20 იანვარს, გამთენიისას მოხდა.

ბავშვების დედა ამბობს, რომ ოთახში სადაც ბავშვებს ეძინათ, წყლის გამათბობელია დამონტაჟებული და ბავშვები დაგროვილმა CO -მ მოწამლა.

9 და 17 წლის მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვნა, თუმცა ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მოზარდი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გაწერეს.

სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი იმ დღესვე დაათვალიერეს და წყლის გამათბობელი მოწყობილობა დალუქეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×